ჰანა არენდტი ტოტალიტარიზმის წარმოშობა

(ფრაგმენტული თარგმანი)

ტოტალიტარული მოძრაობები ჩნდება იქ, სადაც მასებს, ამა თუ იმ მიზეზით პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის მადა გაეღვიძათ. ეს მასები არ არიან შეკავშირებულნი ინტერესთა გაცნობიერებული ერთიანობით, მათ არა აქვთ კლასობრივი განსაზღვრულობა, რომელიც გამოიხატება კონკრეტული, შემოსაზღვრული და მისაღწევი მიზნის დასმაში.  ტერმინი „მასა“ გამოიყენება   მხოლოდ   იმ   შემთხვევებში,   როდესაც   ჩვენ   საქმე   გვაქვს   ადამიანებთან, რომლებიც უბრალოდ თავიანთი მრავალრიცხოვნების ძალით, ან გულგრილობის, ან ერთითაც და მეორე მიზეზითაც არ შეიძლება გაერთიანებულ იქნან ინტერესთა ერთობაზე დაფუძნებულ    ორგანიზაციაში:           ჩვეულებრივ   პოლიტიკურ           პარტიებში,               მუნიციპალურ ორგანოებში ან პროფკავშირებში. პოტენციურად, მასები არსებობენ ყველა სახელმწიფოში, ქმნიან        რა     უმრავლესობას,  რომელიც      მოიცავს             უზომო   ოდენობით                         ნეიტრალურ, პოლიტიკურად გულგრილ ადამიანებს, რომელნიც არასოდეს შედიან პარტიაში და თითქმის არასოდეს არ მონაწილეობენ არჩევნებში. საინტერესოა, რომ ნაცისტურმა მოძრაობამ თავისი აღმავლობის პერიოდში და კომუნისტურმა მოძრაობამ 30-იანი წლების ევროპაში, თავის რიგებში სწორედ ამგვარი, როგორც ჩანდა, გულგრილი ადამიანები მიიწვიეს, რომლებსაც სხვა ადამიანებმა თავი მიანებეს, რადგან უჭკუოებად და აპათიურებად მიიჩნევდნენ… ცხადი გახდა,    რომ       პოლიტიკურად                   ნეიტრალურ          გულგრილ   მასას        შეუძლია       შეადგინოს მოსახლეობის უმრავლესობა დემოკრატიულად მართულ სახელმწიფოში და, ესე იგი დემოკრატიას              შეუძლია    იცხოვროს               კანონებით,            რომელსაც            აქტიურდ             მხარს    უჭერს უმცირესობა….

დემოკრატიული   თავისუფლებანი    დაფუძნებულია    ყველა    მოქალაქის    თანასწორობაზე კანონის წინაშე, მაგრამ აზრს შეიძენს და ნორმალურად განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ეკუთვნიან გარკვეულ ჯგუფებს და როგორღაც არიან წარმოდგენილნი საერთო სოციალ-პოლიტიკურ იერარქიაში. კლასობრივი წყობის ევროპულ ერ-სახელმწიფოთა ერთადერთი სოციალ-პოლიტიკური სტრუქტურის მოსპობა იყო, ცხადია, ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა თანამედროვე გერმანული ისტორიისა და ნაცისტების ჩამოყალიბების         იმდენადვე       ხელშემწყობი,  რამდენადაც                     მკვეთრად              გამოხატული. სოციალური სტრუქტურის უქონლობამ რუსეთის უზარმაზარ გლეხურ მოსახლეობაში განაპირობა            კერენსკის    დემოკრატიული ხელისუფლების     წინააღმდეგ                            მიმართული ბოლშევიკური გადატრიალების წარმატება.

ჰიტლერამდელი გერმანიის მდგომარეობა კარგად გვიჩვენებს საშიშროებას, რომელიც დამალულია მსოფლიოს დასავლეთ მხარის განვითარებაში, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,  თითქმის  ყველა  ევროპული  ქვეყნის  კლასობრივმა  სისტემამ  განიცადა  თითქმის

ისეთივე დრამატული ნგრევა. იმავე დროს, განვითარების საბჭოთა მოდელი ნათლად გვიჩვენებს            იმ                      გზას,           რომელსაც    შეიძლება    დაადგნენ    აუცილებელი   რევოლუციური გარდაქმნები აზიაში. პრაქტიკულად, არ არის დიდი განსხვავება, თუ რას აიღებენ, მაგალითად,  ტოტალიტარული  რეჟიმები:  ბოლშევიზმს  თუ  ნაციზმს,  მოახდენენ  თუ  არა, ისინი მასების ორგანიზებას რასობრივი თუ კლასობრივი ნიშნებით, მოიკატუნებენ თუ არა თავს,   რომ   მიჰყვებიან   სიცოცხლისა   და   ბუნების   კანონებს,   თუ   დიალექტიკისა   და ეკონომიკის…

კლასისადმი    მიკუთვნებულობა,    თუნდაც    არც    ისეთი    გარკვეული    და    სოციალური წარმოშობით მკვეთრად დეტერმინირებული, როგორც ფეოდალიზმის დროს, ჩვეულებრივ დამოკიდებული იყო წარმოშობის პირობებზე და მხოლოდ განსაკუთრებულ ნიჭიერებას ან ბედნიერ შემთხვევას         შეეძლო                  შეეცვალა       ის.            სოციალური     სტატუსი  განსაზღვრავდა ინდივიდთა  მონაწილეობას                  პოლიტიკურ ცხოვრებაში.               მხოლოდ       საერთო         ეროვნული მნიშვნელობის                  განსაკუთრებული   პირობების       წარმოქმნის    შემთხვევაში     გამოდიოდა ინდივიდი,                  როგორც          მოქალაქე,     დამოუკიდებლად    კლასობრივი     თუ     პარტიული მიკუთვნებულობისა. ჩვეულებრივ პირობებში იგი არასოდეს არ ეხებოდა საზოგადოებრივ საქმეებს და არ გრძნობდა პასუხისმგებლობას მათ წარმოებაზე. საზოგადოებრივ ცხოვრებაში კლასის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კლასის წევრთა გარკვეულმა რაოდენობამ შეიძინა პოლიტიკაში           პროფესიონალურად         მონაწილებისათვის,  მთავრობაში, თავისი      კლასის საპარლამენტო წარმომადგენლობაში, ფასიანი (ან თუ იყო შესაძლებელი უფასო) სამსახურის ჩვევები. იმას, რომ ადამიანთა უმრავლესობა რჩებოდა პარტიებისა თუ სხვა პოლიტიკური ორგანიზაციათა გარეთ, არ ჰქონდა არავითარი მნიშვნელობა. ეს ერთნაირად ვრცელდებოდა ყველა კლასზე.

სხვაგვარად,       კლასისადმი       მიკუთვნებულობა,       მისი       შეზღუდული       ჯგუფური ვალდებულებებითა და ტრადიციული დამოკიდებულებებით მთავრობისადმი, ბუნებრივად საზღვრავდა                       სახელმწიფოს       მართვისადმი     პირადი     პასუხისმგებლობის     მგრძნობელ მოქალაქეთა რიხვის ზრდას. ერ-სახელმწიფოთა მოსახლეობის აპოლიტიკურობა მხოლოდ მაშინ გამოვლინდა, როდესაც კლასობრივი სისტემა ჩამოიქცა და თან წაიღო მთელი ქსოვილი ცხადი             და ფარული            ძაფებისა,              რომლებიც                     აკავშირებდა      ადამიანებს        საზოგადოების პლიტიკურ საფუძველთან.

კლასობრივი სისტემის რღვევამ ავტომატურად გამოიწვია პარტიული სისტემის დანგრევაც, ძირითადად იმიტომ, რომ კლასთა ინტერესების მიხედვით შექმნილ პარტიებს უკვე აღარ შეეძლოთ      წარმოედგინათ                     კლასების              ინტერესები. მაგრამ             პარტიების                 შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო ყოფილ პარტიათა წევრთათვის, რომლებიც მიუხედავად ყოველივესი, იმედოვნებდნენ         აღედგინათ  თავიანთი  ყოფილი  პოლიტიკური  სტატუსი.  ისინი  ერთად იყვნენ არა იმიტომ, რომ საერთო ინტერესები ჰქონდათ, არამედ იმიტომ, რომ მათ აღდგენას იმედოვნებდნენ.             პარტიებმა              დაიწყეს                              სულ     უფრო            და           უფრო   ფსიქოლოგიური     და იდეოლოგიური                     პროპაგანდის           მეთოდების        გამოყენება,    ხოლო    მათი    პოლიტიკური

პროგრამები სულ უფრო აპოლოგეტური და ნოსტალგიური ხდებოდა. მეტიც, თავისდა შეუმჩნევლად მათ დაჰკარგეს მოსახლეობის იმ ნეიტრალურ ჯგუფთა მხარდაჭერაც, რომელსაც არასოდეს აინტერესებდა პოლიტიკა, რადგანმაც ვერ ხედავდა მათი ინტერესების დამცველ პარტიებს.

დამცველი კლასობრივი ტიხრების მოშლამ პოლიტიკურ პარტიათა გარეშე მყოფი პასიური უმრავლესობა გარდაქმნა გააფთრებულ ინდივიდთა ერთ უზარმაზარ, არაორგანიზებულ უსტრუქტურო  მასად. მათ  შორის  არაფერი  არ  იყო  საერთო  იმის  ბუნდოვანი  შეგრძნების გარდა, რომ ტრადიციულ პარტიის წევრებს არაფრის იმედი აღარ შეიძლებოდა ჰქონოდათ, რომ, მაშასადამე,        ყველაზე            პატივსაცემი,           მჭერმეტყველი                 და                     წარმოსადეგი      წევრები საზოგადოებისა სულელები იყვნენ, ხოლო ძლიერნი ამა ქვეყნისანი -არა იმდენად ბოროტნი, რამდენადაც უჭკუო და ცრუ. ამ საშინელი ნეგატიური სოლიდარობის ჩასახვისათვის მაინცადამაინც დიდი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას წარმოადგენდა უმუშევრისათვის, რომელიც  უარყოფდა  ძლიერთა  ამა  ქვეყნისათა Status  quo-ს,  სოციალ-დემოკრატიული პარტია, გაღარიბებული წვრილმესაკუთრისათვის – ცენტრისტული ან მემარჯვენე პარტია, ხოლო საშუალო და მაღალი კლასების ყოფილ წევრთათვის – ტრადიციული ულტრა მემაჯვენე.  ამ           ყველაფრით                      გულგატეხილ      და     იმედგადაწურულ    ადამიანთა     მასა განსაკუთრებით სწრაფად იზრდებოდა გერმანიასა და ავსტრიაში პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც ინფლაციამ და უმუშევრობამ გააღრმავა სამხედრო მარცხის დამანგრეველი შედეგები. ამგვარივე მასა წარმოადგენდა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს სხვა სახელმწიფოებში, მაგალითად საფრანგეთსა და იტალიაში. სწორედ  ისინი წარმოადგენდნენ მეორე მსოფლიო ომის დროიდან მოყოლებული ნებისმიერი ექსტრემისტული მოძრაობის ბაზას.

საზოგადოების ატომიზაცია და უკიდურესი ინდივიდუალიზაცია წინ უძღვოდა მასათა მოძრობას. მასა-ადამიანისათვის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს არა სისასტიკე ან ჩამორჩენილობა,              არამედ                          იზოლაცია   და           ნორმალური       სოციალური               ურთიერთობების ნაკლებობა.                          ტოტალიტარული       მოძრაობები       ატომიზირებული,       იზოლირებული ინდივიდების მასობრივ ორგანიზებას წარმოადგენს. სხვა დანარჩენი პარტიებთან და მოძრაობებთან                   შედარებით                          მათი             ყველაზე არსებითი   მახასიათებელია               ტოტალური, შეუზღუდავი, უპირობო, შეუცვლელი ერთგულება ერთი ინდივიდის წინაშე.

ამგვარ     ერთგულებას      შეიძლება      ველოდებოდეთ     მხოლოდ     იმ      იზოლირებული ადამიანებისაგან, რომლების რაიმე სხვა კავშირი ოჯახთან თუ ნაცნობ მეგობრებთან გამომდინარეობს ამგვარი მოძრაობისადმი მიკუთვნებულობიდან, პარტიულობიდან.

პროპაგანდა, ნამდვილად,  „ფსიქოლოგიური ომის“ ნაწილია, მაგრამ ტერორი ბევრად უფრო მეტია.  ტოტალიტარული  რეჟიმების  ტერორი მაშინაც  გრძელდება,  როცა  ფსიქოლოგიური მიზანი უკვე მიღწეულია:   ბატონობდეს სრულიად დამორჩილებულ მოსახლეობაზე. როცა ტერორი   თავის   სრულყოფას   აღწევს,   როგორც   ეს   მოხდა   საკონცენტრაციო   ბანაკებში,

პროპაგანდა სადღაც უჩინარდება.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროპაგანდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი                                ინსტრუმენტი      ტოტალიტარიზმის      ხელში,      როცა      საქმე      ეხება არატოტალიტარულ ქვეყანას; მაშინ, როცა ტერორი მისი მართვის არსებით ფორმას წარმოადგენს.

Leave a Reply