რა არის განმანათლებლობა

განმანათლებლობა,   შეიძლება   ითქვას,   რომ   სრულიად   ახალი   სამყაროს საწყისია.   სამყაროსი,   სადაც   ადამიანის   გონებას   აქვს   ფუნქცია   იმის,   რომ   მან   უნდა   იმოქმედოს.   გონების   სიბნელის   პრობლემა   ჯერ   კიდევ   პლატონმა   წამოჭრა   გამოქვაბულის   მითის   სახით   თავის   იდეალურ   „ სახელმწიფოში. “   ეს   არის   მითი,   რომელზეც   ალბათ   ყველას   უმსჯელია   და,   რა   თქმა   უნდა,   ყველას   საკუთარი   მოსაზრება   და   შეხედულება   აქვს,   თუმცა   მე   ვიტყოდი,   რომ   სწორედაც   განმანათლებლობის   არ   არსებობის   გამო   იყვნენ   ადამიანები   სიბნელეში   და   არ   შეეძლოთ   რეალობის   აღქმა,   ისინი   იმყოფებოდნენ   სხვების   ზემოქმედების   ქვეშ,   მათ   არ   შეეძლოთ   წინააღმდეგობის   გაწევა   ვინაიდან   ეს   არც   კი   სურდათ,   მათი   გონება   ბნელს   მოეცვა.   ჩემთვის   ეს   მითი   არ   არის   უბრალო   რამ   და   საერთოდაც,   განმანათლებლობა   ყველა   ადამიანისთვის,   არ   აქვს   მნიშვნელობა   მის   რასას,   სქესს,   კანის   ფერს,   ის   საჭიროებს   აზროვნებასა   და   გახსნილობას.   წარმოიდგინეთ   რა   იქნებოდა   21-ე   საუკუნე,   რომ   არ   ყოფილიყო   განმანათლებლობა.   ალბათ   ისევ   პლატონის   გამოქვაბულში   ვიქნებოდით,   თუმცა   მადლობა   ღმერთს,   რომ   ეს   ასე   არაა.   ვერ   ვიტყვი   იმას,   რომ   დღეს   აღარ   არსებობს   ე. წ.   ბნელი   გონების   პრობლემა,   თუმცა   ძალიან   დიდი   განსხვავებაა   კანტიმდელ   და   მის   შემდგომ   პერიოდს   შორის.   მინდა   კანტისა   და   მენდელსონის   ნამუშევრებზე   დაყრდნობით    ავხსნა,   თუ   რა   არის   განმანათლებლობა   და   რა   მნიშვნელობა   აქვს   მას   ადამიანის   ცხოვრებაში.   უპირველესად   დავიწყებ   კანტით,   და   შევეცდები   ავხსნა,   რატომაა   განმანათლებლობა   უმწიფრობიდან   გამოსვლა,   მიმაჩნია   და   ავხსნი,   რომ   არცოდნა   არ ცოდვას   არ   ნიშნავს,   როგორც   ეს   დღეს   ფართოდ   გამოიყენება.   კულტურა,   განმანათლებლობა,   განვითარება   და   მენდელსონი.   ბოლოს   კი   შეჯამების   სახით   კიდევ   ერთხელ   ვიტყვი,   რა   არის   განმანათლებლობა   და   რატომ   აქვს   მას   დიდი   მნიშვნელობა   ადამიანების   ცხოვრებაში.

როგორც   ზემოთ    აღვნიშნე   უპირველესად   დავიწყებ   განმანათლებლობის   განმარტებით,   რა   თქმა   უნდა,   ყველა   ადამიანი   სხვადასხვაგვარად   აღიქვამს   მას,   თუმცა   საბოლოოდ   მაინც   მივდივართ   იმ   დასკვნამდე,   რომ   განმანათლებლობა   არის   როგორც   ამას   კანტი   ამბობს   „ ადამიანის   გამოსვლა   უმწიფრობიდან,   რომელიც   მისივე   ბრალია. “ [1]   ჩნდება   კითხვა   რატომ   არის   უმწიფრობა   ადამიანის   ბრალი?-   ვფიქრობ   პასუხი   არც   თუ   ისე   რთულია.   ადამიანი   თვითონ   ირჩევს   უმწიფრობაში   ყოფნას,   ანუ   მას ურჩევნია   მის მაგივრად   იაზროვნოს   სხვამ   და   მან   მხოლოდ   სხვის   მიერ   მითითებული   დავალებები   შეასრულოს.   შესავალში   მე   გავიხსენე   პლატონის   გამოქვაბული,   და   ვფიქრობ,   ეს   ზუსტად   ასახავს   ადამიანის   უმწიფარ   მდგომარეობაში   ყოფნას.   დილეგში,   სადაც   პატიმრები   იმყოფებიან   ხედავენ   მხოლოდ   იმას   რაც   წინ   აქვთ,   „ პატიმრებს   კისერსა   და   ხელ-ფეხზე   სიყრმიდანვე   ბორკილები   ადევთ,   ასე რომ,   არც   განძრევა   შეუძლიათ   და   არც   უკან   მიხედვა.   ამიტომაც   მხოლოდ   წინ   იყურებიან   და   მარტოოდენ   იმას   ხედავენ,   რაც   თვალწინ   უდევთ. “[2]   ამ   შემთხვევაში,   ადამიანები   არიან   მარიონეტები,   რომლებსაც   მხოლოდ   იმას   აჩვენებენ,   რაც   იმ   ადამიანებს   აწყობთ,   ვისი   მფარველობის   ქვეშაც   ეს   ადამიანები   იმყოფებიან.   ამ   მითში   ვხედავთ,   რომ   ადამიანები   არა   ნამდვილ   საგნებს,   არამედ   მათ   ჩრდილებს   ხედავენ,   მათ   არც   კი   უჩნდებათ   სურვილი   რომ   იკითხონ   ამ   საგნების   ჭეშმარიტების   შესახებ.   თუმცა,   როდესაც   ადამიანი   მიჩვეულია   იმ   გადაწყვეტილებების   შესრულებას,   რომელსაც   მის   მაგივრად   იღებენ,   მას   ეუფლება   შიში,   საკუთარი   გონების   მიმართ.   განმანათლებლობა,   როგოც   კანტი   აღნიშნავს   „ გაბედულებაა,   რადგან   მიღებული   დასკვნები,   შეიძლება   არა   მარტო   ტრადიციისა   და   არსებული   პოლიტიკის,   არამედ,   თავად   ღმერთის   არსებობის   წინააღმდეგ   იყოს   მიმართული. “[3]   არა   მარტო   იმ   დროს,   როცა   ასე   დიდი   პრობლემა   იყო   განმანათლებლობის   მხრივ,   არამედ   დღესაც   კი   ეშინიათ   ადამიანებს   გამოიყენონ   საკუთარი   გონება.   თუნდაც   ყველაზე   დიდი   პრობლემა   რელიგიის   მხრივაა,   ადამიანებს   ურჩევნიათ   კითხვებზე,   რომლებიც   ებადებათ   სასულიერო   პირმა   გასცეს   პასუხი,   ვიდრე   თავად   მივიდნენ   რაიმე   პასუხამდე,   თუმცა   „ მღვდელი   არაა   თავისუფალი   და   არც   შეიძლება   იყოს,   რადგან   ის   სხვის   დავალებას   ასრულებს. “[4]   სწორედ   ამიტომ   ისინი   ვერასოდეს   შეძლებენ   სხვისგან   სიმართლის   გაგებას,   ეს თავად   უნდა   გააკეთონ,   საკუთარი   განსჯის   მეშვეობით.   მაგრამ,   მათ   ეშინიათ   საკუთარი   აზროვნების,   მათ   ეშინიათ   იმ   შედეგების,   რომელიც   თამამმა   აზროვნებამ   შეიძლება   მოიტანოს,   თუმცა   მე   ვიტყოდი,   რომ   თუ   არ   გაბედე,   ვერც   ვერასდროს   გაიგებ   რა   შეგიძლია   შენ,   როგორც   მოაზროვნე   არსებას.   „ გაბედე   საკუთარი   განსჯის   გამოყენება! “[5]    ეს   ის   ფრაზაა,   რომელიც   ყველა   ადამიანის   ლოზუნგად   უნდა   იქცეს,   ვინაიდან   თუკი   არ   გაბედავენ,   სამუდამოდ   მოუწევთ   უმწიფრობაში   დარჩენა.   უმწიფრობაში,   სადაც   მათ   არ   შეუძლიათ   საკუთარი   განსჯის   ისე   გამოყენება,   როგორც   მათ   სურთ.   როდესაც   კანტი   განმანათლებლობასა   და   ადამიანების   უმწიფრობაზე   საუბრობს,   ის ამბობს,   რომ   „ სიზარმაცე   და   სილაჩრე-   ესაა   მიზეზები,   რომელთა   გამოც   ადამიანთა   დიდი   ნაწილი,   მას   შემდეგ,   რაც   ბუნებამ   ისინი   კარგა ხნის   წინ   გაათავისუფლა   უცხო   ხელმძღვანელობისგან,   მიუხედავად   ამისა,   მთელი   ცხოვრება   უმწიფრად   რჩებიან,   და   რომელთა   გამოც   მათ   მეურვეებად   ადვილად   იქცევიან   ხოლმე   სხვები. “ [6]   ეს   სიტყვები   დღევანდელ   რეალობასაც   მშვენივრად   ერგება,   სამწუხაროა   მაგრამ   ეს   ასეა.   დღეს   ადამიანები   ირჩევენ   პოლიტიკოსებს,   შემდეგ   საერთოდ   აღარ   ერევიან    პოლიტიკაში,   მანამ   სანამ   კვლავ   არჩევნების   დრო   არ   მოვა.   იმედგაცრუებული   ხალხი   კი   ეძებს   ახალ   მფარველს,   ისინი   ამას   თავად   აკეთებენ   და   რა   თქმა   უნდა,   ჩნდება   მფარველიც,   რომელიც   ბევრი   დაპირების   შედეგად   ხალხს   აქცევს   თავისი   დაქვემდებარების   ქვეშ.   ამასთან   დაკავშირებით   მახსენდება   დოსტოევსკის   „ ძმები   კარამაზოვები “   დიდი   ინკვიზიტორის   თავი,   სადაც   სწორედ   მსგავს   რამეს   ეუბნება   ქრისტეს   ინკვიზიტორი,   რომ   მათ   სწორედ   თავად   ადამიანებმა   მიართვეს   თავისუფლება   და   „ რომ   დღეს,   სწორედ   ამჟამად,   ვიდრე   ოდესმე,   ეს   ხალხი   დარწმუნდა,   რომ   თავისუფალია,   თუმცა   თავად   მოგვართვა   საკუთარი   თავისუფლება   და   მორჩილად   ჩაგვაბარა. “[7]   როგორც    ვხედავთ   სწორედაც   თავად   ადამიანისავე   ბრალია   ეს უმწიფრობა,   მას არ სურს   თავისუფლება,   რადგან   თვლის,   რომ   ამისთვის   მზად   არაა.   მისთვის   თავისუფლება   დიდი   პასუხისმგებლობაა   და   სანამ   ადამიანი   არ   გახდება   თავისუფალი   მანამდე   მისგან   განმანათლებლობა   შორს   იქნება,   რადგან   მისთვის,   თავისუფლებაა   საჭირო.

ჯერ  კიდევ   პირველ   ადამიანებში   ჩნდება   აზროვნების   გამოყენება,   მაშინ   როცა  ადამს   უფალი  ცხოველებისთვის   სახელების   დარქმევას   დაავალებს.            „ გამოსახა   უფალმა  ღმერთმა   მიწისაგან   ველის   ყველა   ცხოველი   და   ცის   ყველა   ფრინველი   და   მიჰგვარა   ადამს,   რომ   ენახა,   რას   დაარქმევდა. “[8]                „ დაარქვა   ადამმა   სახელი   ყველა   პირუტყვს,   ცის   ფრინველს    და    ველის   ყველა   ცხოველს. “[9]   სახელების   დარქმევა   დამეთანხმებით   ალბათ,   რომ   არ   არის   ადვილი   საქმე,   ადამმა   კი   თავი   წარმატებით   გაართვა,   ანუ   ეს   ადასტურებს   რომ   ჯერ   კიდევ   ედემის   ბაღში   მცხოვრებ   ადამიანს   შეეძლო   აზროვნება.   ეს   შეიძლება   იყოს   ცოცხალი   არსებებისთვის   სახელების   დარქმევა,   ან   უბრალოდ   საკუთარი   თავისუფალი   ნების   გამოხატულება,   არჩევნის   გაკეთება,   როგორც   ამას   აკეთებენ   ადამი   და   ევა,   ისინი   შეჭამენ   ხის   ნაყოფს   და   ამით   საკუთარ   თავს   გამოხატავენ.   მაგრამ,   შეიძლება   ვთქვათ,   რომ   შესაძლოა   ეს   იყო   ინსტიქტი   და   არა   აზროვნება,   თუმცა   ფაქტი   ისაა,   რომ   რაღაც   იყო.   ახლა   კი   რადგან   ამ   ცოდვაზე   დავიწყე   საუბარი   ვიტყვი   იმასაც,   რომ   როგორც   დღეს   ძალზე   ხშირად   ამბობენ,   თუკი   რაღაც   არ   იცი,   მაშინ   ეს   ცოდვაც   არაა,   მაგრამ   მე   ამას   არ   ვეთანხმები,   რადგან   ჩემთვის   არცოდნა   არ ცოდვას   არ   ნიშნავს.   ადამიანს   გონება   აქვს   იმისთვის,   რომ   ყოველი   ნაბიჯი,   ყოველი   ქმედება   კარგად   გაიაზროს   და   შემდეგ   იმოქმედოს,   ხოლო   ის   ვინც   ამას   გაუაზრებლად   აკეთებს,   არ   ნიშნავს,   რომ   არ   სცოდავს.   ადამიანმა,   რომელმაც   არ   იცის,   რომ   კანონით   რაღაცის   კეთება   ეკრძალება   და   ის   ამას   გააკეთებს,   მას   არავინ   აპატიებს   ამას,   მხოლოდ   იმიტომ,   რომ   ეს   კანონი   არ   იცოდა.   ეს   უბრალოდ   თავის   მოტყუებისა   და   გამართლების   საშუალებაა.   იგივეა   ადამიანი,   რომელიც   უმწიფრობაში   იმყოფება   და   არ   სურს   უმწიფრობიდან   გამოსვლა.   მან   არ   იცის   გონების   გამოყენება   და   არ   იყენებს   მას,   თუმცა   თუკი   გამოიყენებს,   გადადგამს   ერთ   ნაბიჯს   წინ   და   მიუახლოვდება   განმანათლებლობას.  ამიტომ,   ჩემი   რჩევაა   არასოდეს   გაიმართლოთ   თავი   არცოდნით,   რადგან   ამას   არ   ცოდვად   არავინ   არ   ჩაგითვლით.   ადამიანს   ღმერთმა   გონება,   ანუ   ცნობიერება   იმისთვის   მისცა,   რომ   იაზროვნოს.   მან   უნდა   გათვალოს   ყველაფერი,   თუ   რა   შეიძლება   მოყვეს   მის   ქმედებას.    განმანათლებლობა   კი   სწორედ   ამისკენ   მოუწოდებს   ადამიანებს,   რომ   მათ   გამოიყენონ   საკუთარი   გონება   და   მისი   შესაძლებლობები.

განმანათლებლობა   ნებისმიერი   ადამიანისათვის   მნიშვნელოვანია,   საუკუნეების   მანძილზე   იცვლებოდა   შეხედულება   და   ხალხიც   ცდილობდა   საკუთარი   გონების   გამოყენებას,   თუმცა   ბოლომდე   თავისუფლები   მაინც   არ   იყვნენ.   მათში   შიში   მეტი   იყო,   ვიდრე   თავისუფლების   წყურვილი.   განმანათლებლობამ   ადამიანებს   ხელი   შეუწყო,   რომ   ისინი   შემდგარიყვნენ   საზოგადოებად,   ეს   კი   ვფიქრობ,   საკმაოდ   დიდი   წინსვლაა   თავისუფლების   მიერ   შეშინებული   ხალხის   მხრიდან.   საზოგადოებაში,   რომელიც   განმანათლებლობის   მეშვეობით   ჩამოყალიბდა,   გაჩნდა   კულტურა   და   ყველაზე   მნიშვნელოვანი   რაცაა,   ესაა   საზოგადოების   ყოველდღიურად   უფრო   და   უფრო   განვითარება.   განმანათლებლობა,   კულტურა   და   განვითარება   სწორედ   ეს   სამი   საკითხია,   რომელზეც   მენდელსონი   საუბრობს.   მართლაც   საინტერესოა   მისი   ეს   კომბინაცია,   ერთმანეთზე   გადაჯაჭვული   პროცესები,   რომელიც   სრულიად   ცვლის   ადამიანის   ცხოვრებას.   მენდელსონი   მიიჩნევს,   რომ   „ განვითარება   შედგება   კულტურისა   და   განმანათლებლობისაგან,   კულტურა   არის   პრაქტიკული,   ხოლო   განმანათლებლობა   თეორიული. “[10]

კულტურა   ძირითად   აქცენტს   აკეთებს   სიკეთეზე,   სილამაზეზე   და   ისეთ   რამეებზე   რაც   უფრო   მეტად   პრაქტიკულია,   ხოლო   განმანათლებლობისთვის   მნიშვნელოვანი   თეორიული   საკითხებია,   მაგალითად   როგორიცაა   ადამიანის    სიცოცხლე,   რაციონალური   ცოდნა   და   სხვა.    მიდგომა,   რომელიც   მენდელსონთან   აღმოვაჩინე,   ეს   ჩემთვის   მართლაც   აღმოჩენა   იყო,   ვფიქრობ,   არის   უფრო   მეტად   ფართო   ვიდრე   კანტის.   კანტის   იდეაც   ძალიან   მომწონს,   თუმცა   ის   შემოიფარგლა   მხოლოდ   განმანათლებლობით,   შესაძლოა   მან   კულტურაც   და   განვითარებაც   იგულისხმა   მასში,   თუმცა   მეტად   დაკონკრეტებას   და   გაშლას   საჭიროებდა   ეს   საკითხი.   სწორედ   ამიტომ,   მენდელსონი   უფრო   მეტად   შეიძლება   ითქვას,   რომ   დახვეწილია   და   აკონკრეტებს   უფრო   მეტად   განმანათლებლობას.   უნდა   აღინიშნოს,   რომ   მენდელსონმა   ეს   ნაშრომი   კანტზე   ადრე   დაწერა,   მაგრამ, როგორც   მიშელ   ფუკოს   ტექსტში „ რა არის განმანათლებლობა “[11]-ში   წავიკითხე,   კანტს   არ   ქონია   მენდელსონის   ეს   ნაშრომი   წაკითხული.   შესაბამისად   მათ,   ორივემ   ერთმანეთისგან   დამოუკიდებლად   და   რაც   მთავარია   გავლენის   გარეშე   დაწერეს   თავიანთი   ნაშრომები.   სწორედ   ამიტომ   უფრო   მეტ   პატივისცემას   იმსახურებენ,   რადგან   მათ   თითქმის   ერთად   მოუვიდათ   იდეა   თავში,   რომ   პასუხი   გაეცათ   კითხვაზე,   თუ   „ რა   არის   განმანათლებლობა? “

გარდა   იმისა,  რომ   მენდელსონი   ერთმანეთთან   აკავშირებს   კულტურას,   განმანათლებლობასა   და   განვითარებას,   ის   ასევე   ყოფს   ადამიანის   ბედს    ორ   კატეგორიად,   „ ადამიანი,   როგორც  ადამიანი   და   ადამიანი,  როგორც  მოქალაქე. “   ამაში   მენდელსონი   ალბათ   გულისხმობს,   იმას   რომ,   ადამიანს   საკუთარ   თავთან   სხვა   და   როგორც   მოქალაქეს   სხვა   ვალდებულებები   აქვს.   ადამიანი   ცხოვრობს   ორ   სამყაროში,   ერთი   სამყარო   მისი   საკუთარია,   ხოლო   მეორე   იმ   საზოგადოების,   რომლის   მოქალაქეც   ის   გახლავთ.   „ განმანათლებლობა   და    კულტურა   ერთად   საუკეთესო   დამცავი   ფარია   კორუფციის   წინააღმდეგ. “[12]   აგრეთვე   „ განვითარებული   ერი,   რომელიც   შედგება   კულტურისა   და   განმანათლებლობისგან   შორს   იქნება   კორუფციისგან. “[13]   მართლაც,   თუკი   ერი   არის   განვითარებული   და   თუკი   მათ   გააჩნიათ,   როგორც   კულტურა,   ასევე   განმანათლებლობა,   მათ   თავისუფლად   შეუძლიათ   შორს   დადგნენ   კორუფციისგან,   რადგან   ისინი   არიან   თავისუფლები   და   არავინ   უზღუდავს   მათ   საკუთარი   განსჯის   გამოყენებას.   მათ   შეუძლიათ   იცხოვრონ   კულტურულ   საზოგადოებაში   სადაც   თავიანთი   განსჯის   წყალობით   უფრო   და   უფრო   განვითარდებიან.   ეს   არის   ერთადერთი   გზა   იმ   თავისუფლებისაკენ,   რომელიც   გონებამ   უნდა   მოიპოვოს.

განმანათლებლობა,   ეს არის   თანამედროვე   პრობლემა,   რომლის   გადაჭრასაც   არაერთი   ადამიანი   ცდილობდა.    ეს   არის   ის,   რის   გარეშეც   ვერ   შედგება   საზოგადოება,   ვერ   იარსებებს   კულტურა   და   რაც   მთავარია   არ   მოხდება   მათი   განვითარება.   თითქოს   მარტივად   ჟღერს,   მაგრამ   ბევრი   ერისთვის   მნიშვნელოვან   რამეს   შეიცავს,   მათი   გადარჩენისა   და   არსებობისათვის   აუცილებელ   მოქმედებებს.   ადამიანების   განვითარება   საუკუნეებია   მიმდინარეობს,   მათ   უამრავი   სტატია   თუ   წიგნი   მიეძღვნათ.   და   თავად   თანამედროვე   ფილოსოფიაც   ამას   ეთმობა.   „ რა   არის   თანამედროვე   ფილოსოფია?   თანამედროვე   ფილოსოფია   არის   ფილოსოფია,   რომელიც   ცდილობს   გასცეს   პასუხი   ორი   საუკუნის   წინ   მოულოდნელად    დასმულ    შეკითხვას:    რა   არის   განმანათლებლობა? “[14]   როგორც   ზემოთ   აღვნიშნე, კანტისთვის   განმანათლებლობა,   ეს   არის   „ ადამიანის   გამოსვლა   უმწიფრობიდან. “[15]   ხოლო   მენდელსონი   პოულობს   კავშირს   კულტურას,   განმანათლებლობასა   და   განვითარებას   შორის.   ორივე   მათგანის   მსჯელობა   საინტერესოა,   და   მათი   კითხვა   ბევრად   უფრო   მეტი   წარმოსახვისა   თუ   მსჯელობის   შესაძლებლობას   იძლევა,   მით   უფრო   მაშინ,   როცა   ცხოვრობ   მათი   საუკუნისგან   დაშორებით,   21-ე   საუკუნეში,   ფიქრობ   და   ხვდები,   რომ   ეს   პრობლემა   დღესაც   დგას.   ადამიანები   ჯერ   კიდევ   არ   არიან   თავისუფლები,   მათ   არ   შეუძლიათ   თავიანთი   განსჯის   თამამად   გამოყენება,   ეს   კი   მათ   ისევ   უმწიფრობაში   ტოვებთ.   სამწუხაროა,   როცა   საუკუნეების   წინანდელ   პრობლემას   დღესაც   ვაწყდები.   სამწუხაროა,   რომ   დღესაც   ადამიანები   შორს   დგებიან   და   აშინებთ   საკუთარი   გონების   გამოყენება.   და   მე   მიჩნდება   კითხვა,   ერში,   რომელშიც   არის   განმანათლებლობის   პრობლემა,   აქვს   კი   იმის   უფლება,   რომ   კულტურით   იამაყოს?   კულტურას   ქმნის   განმანათლებლობა,   რადგან   როგორც   ზემოთ   აღვნიშნე,   სწორედ   განმანათლებლობა   აყალიბებს   ადამიანებს   საზოგადოებად.   ვართ   კი   ისეთი   საზოგადოება,   რომელიც   ყოველდღიურად   ვითარდება,   რომელიც   თავისუფალია   და   რომელსაც   აქვს   შესანიშნავი   კულტურა?   მგონი,   რომ   ამ   კითხვაზე   პასუხი   ნათელია.   ვინაიდან   ჩვენში   არის   თავისუფლების   პრობლემა,   ჩვენ   ვერ   ვიქნებით   ბოლომდე   ვერც   განვითარებული   და   ვერც   კულტურის   მქონე   ერი.   ამიტომ,   თუკი   ჯერ   კიდევ   აქვთ   თავისუფლების   წყურვილი,   შესაძლებელია   ამ   ყველაფრის   მოპოვება,   მთავარია   „ Sapere Aude! ”[16]

[1] შესავალი   თანამედროვე   აზროვნებაში   წიგნი I   ილიას   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   გამომცემლობა,   თბილისი   2010,   იმანუელ   კანტი   „ პასუხი   კითხვაზე:   რა   არის   განმანათლებლობა? “გვ.483

[2] შესავალი   თანამედროვე   აზროვნებაში   წიგნი I   ილიას   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   გამომცემლობა,   თბილისი   2010,   პლატონი   „ სახელმწიფო “   გვ.47

[3] შესავალი   თანამედროვე   აზროვნებაში   წიგნი I   ილიას   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   გამომცემლობა,   თბილისი   2010,   იმანუელ   კანტი   „ პასუხი   კითხვაზე:   რა   არის   განმანათლებლობა? “გვ.481

[4] შესავალი   თანამედროვე   აზროვნებაში   წიგნი I   ილიას   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   გამომცემლობა,   თბილისი   2010,   იმანუელ   კანტი   „ პასუხი   კითხვაზე:   რა   არის   განმანათლებლობა? “გვ.487

[5] შესავალი   თანამედროვე   აზროვნებაში   წიგნი I   ილიას   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   გამომცემლობა,   თბილისი   2010,   იმანუელ   კანტი   „ პასუხი   კითხვაზე:   რა   არის   განმანათლებლობა? “გვ.483

[6] შესავალი   თანამედროვე   აზროვნებაში   წიგნი I   ილიას   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   გამომცემლობა,   თბილისი   2010,   იმანუელ   კანტი   „ პასუხი   კითხვაზე:   რა   არის   განმანათლებლობა? “გვ.483

[7] ფიოდორ დოსტოევსკი „ ძმები კარამაზოვები “ ტომი I, წიგნი V

[8] ბიბლია,   თბილისი   2013,   ძველი   აღთქმა   დაბადება   თავი 2 (19)

[9] ბიბლია,   თბილისი   2013,   ძველი   აღთქმა   დაბადება   თავი 2 (20)

[10] Moses   Mendelssohn   “ what   is   enlightenment ”   p.53

[11] Foucault, Michel. “What is Enlightenment?” http://foucault.info/documents/whatisenlightenment/foucault.whatisenlightenment.en.html

[12] Moses   Mendelssohn   “ what   is   enlightenment ”   p.56

[13] Moses   Mendelssohn   “ what   is   enlightenment ”   p.56

[14] Foucault, Michel. “What is Enlightenment?” http://foucault.info/documents/whatisenlightenment/foucault.whatisenlightenment.en.html

[15] შესავალი   თანამედროვე   აზროვნებაში   წიგნი I   ილიას   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   გამომცემლობა,   თბილისი   2010,   იმანუელ   კანტი   „ პასუხი   კითხვაზე:   რა   არის   განმანათლებლობა? “გვ.483

[16] შესავალი   თანამედროვე   აზროვნებაში   წიგნი I   ილიას   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   გამომცემლობა,   თბილისი   2010,   იმანუელ   კანტი   „ პასუხი   კითხვაზე:   რა   არის   განმანათლებლობა? “გვ.483

Leave a Reply