ორად გაყოფილი საზოგადოება

ისტროიის შესწავლის საფუძველზე, შეგვიძლია ჩვენთვის ბევრ საინტერესო კითხვას გავცეთ პასუხი, მაგრამ ეს არაა მარტივი პროცესი, ამას სჭირდება დრო, ფიქრი და აზროვნება, განსჯა. კაცობრიობის ისტორია პირველი ადამიანის გაჩენიდან იწყება, მამაკაცი და დედაკაცი ესაა დაყოფა, რომელიც ბუნების ერთგვარ აუცილებლობასა და კანონზომიერებას წარმოადგენს, სამყაროც ხომ ორი ურთიერთსაპირისპირო ელემენტებისაგან შედგება, მათი ერთიანობა კი ქმნის ერთ მთლიანობას, სამყაროსა და საზოგადოებას. ამრიგად, საზოგადოება მხოლოდ ამგვარად შეიძლება რომ დაიყოს, თუმცა ისინი ერთ მთლიანობას წარმოადგენენ. არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური, რელიგიური, კულტურული თუ სხვა შეხედულებები, რომელთა შესახებაც საზოგადოების თითოეულ წევრს საკუთარი მოსაზრება გააჩნია. რთულია და ალბათ შეუძლებელიც, ორი ერთნაირად მოაზროვნე ადამიანის პოვნა, თუმცა ისინი, მაინც ერთი მთლიანობის, ანუ საზოგადოების წევრები არიან, რა შეცვლის ამას?!- ვერაფერი!- მანამ სანამ არსებობს საზოგადოებად გაერთიანებული ხალხი და სანამ არსებობს სახელმწიფო ეს მთლიანობა შენარჩუნებული იქნება.

ადამიანის ყველაზე დიდ მიღწევად საზოგადოებად გაერთიანება შეიძლება, რომ ჩაითვალოს. როგორც თომას ჰობსი ამბობს, ადამიანი ბუნებით მდგომარეობაში ყოფნის დროს მუდმივ ბრძოლაში იმყოფებოდა სხვებთან. ბრძოლა ყველასი ყველას წინააღმდეგ, ეს იყო მაშინ, როცა მათ ერთმანეთის მიმართ არავითარი ვალდებულება არ გააჩნდათ, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და საზოგადოებამ, რომელიც შეიქმნა, მრავალსაუკუნოვანი განვითარების ეტაპები გაიარა. ერთმანეთთან ბრძოლითა და მუდმივ შიშში ყოფნით დაღლილებმა გაიგეს, რომ მათ ერთად თანაცხოვრება და შეკავშირება ესაჭიროებოდათ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მათგანი ერთნაირად აზროვნებდა და მსგავსი შეხედულებები ჰქონდათ. მათ ისწავლეს თანაცხოვრება, განივითარეს კულტურა, შეიქმნენ მორალურ არსებებად. ადამიანი ავტონომიური არსებაა, იგი საკუთარი თავის კანონმდებელია, მას არ მიეწოდება არავისგან მზა სახით წესები და კანონები, მან იცის თავად როგორ უნდა მოიქცეს, ის თვით კანონმდებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთ მათგანს არ აქვს იმის უფლება, მეორეს უკარნახოს რა და როგორ გააკეთოს.

დღეს ჩვენ ამ მხრივ ცოტა რთული ვითარება გვაქვს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ცდილობს საკუთარი მოსაზრებებისა და მოთხოვნების სხვებისთვის თავს მოხვევას. მე როგორც ვთქვი, ადამიანი ავტონომიურია, იგი თავისუფალია და არავის აქვს მისი ამ მდგომარეობის შეზღუდვის უფლება. არსებულმა პრობლემებმა დიდი დაღი დაასვა საზოგადოებას, მათი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. ქუჩაში, მეტროში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოველდღიურად ვხედავ ადამიანებს, რომელთა მზერაში, ჩაცმულობაში, სახის გამომეტყველებაში იკითხება მათი პრობლემები, ყველა საკუთარ განცდებშია ჩაძირული და სხვებისთვის დრო აღარ რჩება. არსებობს მეორე მხარეც, რომელთაც გამუდმებით ყურადღების ცენტრში სურთ ყოფნა და რომლებიც საკუთარი მდგომარეობის აფიშირებით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. თეატრი საინტერესო იმითაა, რომ აქ მსახიობები ბოლომდე იხარჯებიან, ცილობენ კარგად განასახიერონ პერსონაჟები და მაყურებლამდე მათი განცდებიც ისეთივე ნამდვილად მიიტანონ, თითქოს ეს მათი განცდები ყოფილოყოს. დღეს კი, თითქოს ყველა უნიჭო მსახიობმა მოიყარა ერთად თავი და მათი წარმოდგენაც მაყურებლებში არაფერ ემოციას არ აღძრავს გარდა სიბრაზისა.

როდესაც საზოგადოების ორად გაყოფა ვახსენე ვთქვი, რომ ეს ბუნების ერთგვარი კანონზომიერებაა-თქო, მამაკაცი და დედაკაცი, ისინი ერთი მთლიანობის, ანუ საზოგადოების წევრები არიან და ამავე დროს ერთმანეთის საპირისპირონი. დღეს საზოგადოება სხვაგვარადაა ორად გაყოფილი, ლგბტ თემი და დანარჩენი ანუ ჰეტეროსექსუალი საზოგადოება. ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ლგბტ-ები მხოლოდ ახლა გაჩდნენ, არა ისინი ყველა დროში იყვნენ, ახლაც არიან და მომავალშიც იქნებიან, მაგრამ შეიცვალა როგორც მათი დამოკიდებულება, ასევე საზოგადოების მათ მიმართ. ყველა ადამიანი საზოგადოების წევრია, ყველა მათგანი თავისუფალია და არ აქვს მნიშვნელობა არც მის სექსუალურ ორიენტაციას, არც კანის ფერს, არც რელიგიურ შეხედულებებს. მას, ისევე როგორც ნებისმიერ ინდივიდს აქვს უფლება ისე იცხოვროს, როგორც სურს. დღევანდელი საზოგადოება იმდენადაა თავის პრობლემებში ჩაფლული, რომ ლგბტ-ების გამოჩენა და მათი პროვოკაციული გამოსვლები მათ გაღიზიანებას იწვევს. ისინი არსებობენ და არიან საზოგადოების წევრები, ეს ვინმემ უარყო?!- მაშ რას ითხოვენ?!- მგონია, რომ უბრალოდ სურთ საკუთარი თავის წარმოჩენა, მგონია, რომ ამით დიდ პლიუსებს იწერენ ვიღაცების თვალში და მგონია, რომ მათი მსგავსი გამოსვლები, არაფერია სხვა თუ არა მცდელობა საზოგადოების გაღიზიანებისა.

შენ!- ჰო შენ ლგბტს წარმომადგენელი რომ ხარ და რომ გგონია ვინმეს აინტერესებ ცდები!- შენ ხარ ისეთივე თავისუფალი როგორიც მე და სხვები, შენ გაქვს იმდენივე უფლება, რამდენიც მე და სხვებს, შენ ხარ იმავე საზოგადოების წევრი რომლისაც მე და სხვები, შენ ხარ ისეთივე ინდივიდი, როგორიც მე და სხვები, მაშ რა გსურს?! როდესაც საუბრობენ მკვლელობებზე მეღიმება, მკვლელობები იყო ყოველთვის, კლავდნენ როგორც ქალებს ასევე მამაკაცებს, მაგრამ არავინ ამბობდა იმას, რომ ეს ქალი როა იმიტომ მოკლეს ან კაცი რომააო. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ უძლებენ წნეხს და ისწრაფვიან მათ მოსაკლავად. ის ვინც გამუდმებით ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას, ის ვინც გამუდმებით ცდილობს მოგახვიოს თავს საკუთარი ცხოვრება, ვინც მუდამ გკარნახობს რა უნდა გააკეთო, ვინც გეუბნება რომ უნდა მიიღო,  ვინც გითითებს როგორ უნდა მოექცე, არ აქვს მნიშვნელობა მის ორიენტაციას, ის აუცილებლად გამოიწვევს გაღიზიანებას საზოგადოებაში, რაც უფრო მეტად ეცდება საზოგადოების დამორჩილებას, მით უფრო მეტ აგრესიას მიიღებს.

ვისმენ, რომ მათზე ძალადობენ და კიდევ ღიმილით ვხვდები ამ ამბავს, ნანუკა ჟორჟოლიანის ამბავს გავიხსენებ, მან როგორც თქვა, არ გაუხარდება რომ მისი შვილი ასეთი იყოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ლგბტ თემი სძულს?- არა ეს იმას ნიშნავს, რომ მას უნდა შვილი იყოს ისეთი, როგორიც ბუნებამ შექმნა. ის რომ მას ბოდიში მოახდევინეს რა ჰქვია თუ არა ძალადობა?!- ისინი ცდილობენ საზოდადოება აიძულონ მოიქცნენ ისე, როგორც მათ სურთ. ვუსმენ მათ და ვხვდები, რომ დიალოგისთვის მზად არ არიან, მათ არ აქვთ იმის უნარი, მოისმინონ განსხვავებული აზრი, მათ არ სურთ, რომ გაიგონ რას ეუნბება საზოგადოება. როცა ადამიანის უფლებები ირღვევა, ამაზე სათანადო რეაგირება უნდა მოხდეს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ის ლგბტ თუ ჰეტერო, ყველა მათგანი იმ საზოგადოების, მთლიანობის ნაწილია, რომელშიც ყველასთვის ერთნაირი კანონები მოქმედებს.

ყველა ადამიანს აქვს პირადი სივრცე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საზოგადოებისგან გამიჯნული უნდა იყოს, თუმცა დღეს ამ სივრცის დაკარგვა ხდება. ცდილობენ, რომ თავიანთი პირადი გაასაჯაროვონ და საზოგადოების განსჯისა და მსჯელობის საგანი გახადონ, ამავე დროს კი ითხოვენ, რომ მათ პირადს პატივი სცენ, ეს ორი რამ ერთმანეთს გამორიცხავს. თუ ასაჯაროვებ, მაშინ უნდა იყო მზად იმისათვის, რომ ამას სხვადასხვაგვარი რეაქცია მოყვება, თუ გინდა რომ არ განიხილონ შენი პირადი, დატოვე ის ასეთად და არ მისცე სხვებს მისი დანახვის უფლება. კანტის კატეგორიული იმპერატივი გვეუნბენა, რომ უნდა იმოქმედო იმ მაქსიმის მიხედვით, რომელიც გსურდეს, რომ საყოველთაო კანონად იქცეს, თუ შენ გსურს რომ აჩვენო შენი პირადი სივრცე საზოგადოებას და ეს გახდეს საყოველთაო კანონი, ყველა ადამიანი დაკარგავს პირად სივრცეს. მე, როგორც საზოგადოების წევრს, არანაირი სურვილი არ მაქვს ვისმინო ინდივიდთა პირადი ცხოვრების შესახებ ისტორიები, არც ლგბტ-ს და არც ჰეტეროსი. მედიამ დაკარგა ფუნქცია და ის რეიტინგზე მონადირე ცხოველად იქცა, მას ის პრობლემები კი არ აინტერესებს, რომელიც რეალურად არსებობს საზოგადოებაში, არამედ აშუქებს იმას, რაც იცის რომ რეიტინგს მოიტანს. ერთმანეთისკენ თითის გაშვერა, გალანძღვა, შეურაცხყოფის მიყენება, კამათი, ეს ხომ დიდი რეიტინგის მომტანია, ვის აინტერესებს საზოგადოების პრობლემები?! მე არცერთი თქვენგანის ცხოვრება არ მაინტეესებს, ყველას აქვს პირადი სივრცე, სადაც არავის არ აქვს შეჭრის უფლება, მაგრამ ახლა შეჭრა საჭირო აღარაა, თავად ამბობენ ყვეაფერს, თავს ახვევენ საზოგადოებას თავიანთ ცხოვრებას და სურთ, რომ ეს ყველაფერი მათ მიიღონ. რატომ უნდა მივიღო ის რაც ჩემთვის უმნიშვნელო და არასაინტერესოა?! – რატომ უნდა გისმინო შენ ან კიდევ სხვას, მაშინ, როცა საერთოდ არ მაინტერესებს როგორ ცხოვრობ, რას აკეთებ, რა ორიენტაციის ხარ. შენ ხარ საზოგადოების ისეთივე სრულყოფილი წევრი, როგორიც მე. შეწყვიტე ბრძოლა იმისათვის რასაც არავინ არ გართმევს, შეწყვიტე საზოგადოების გაღიზიანება, მას ისედაც ბევრი პრობლემა აქვს. შეწყვიტე კარნახი თუ როგორ მოგექცნენ, რა გააკეთონ, რა თქვან, საზოგადოება არ გკარნახობს შენ როგორ მოიქცე. ისინი არ გებრძვიან და შენ ცდილობ, თავს მოახვიო შენი აზრები და ამით მასში აღვიძებ აგრესიას, რომელიც პრობლემების გამო იჩენს თავს და თქვენსკენ მოემართება, იმიტომ, რომ ამას თავად იწვევთ.

ორად გაყოფილი საზოგადოება სისუსტეა, რომლითაც აუცილებლად ისარგებლებენ. მამაკაცი და დედაკაცი, მხოლოდ ეს დაყოფაა ბუნების კანონზომიერება, დანარჩენი ხელოვნურია. ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საზოგადოებაში და მას მიეკუთვნება ინდივიდია, მას სრული უფლება აქვს აკეთოს ის, რაც სურს. მაგრამ ნუ ეცდები საკუთარი აზრის სხვისთვის თავს მოხვევას, ნუ ეცდები გამუდმებით ახსენო ხალხს შენი არსებობა, ნუ ეცდები მუდმივად შენი პირადი სივრცის მათთვის გაზიარებას, ყველას აქვს თავისი სივრცე, ყველას აქვს თავისი პრობლემა და ნება მიეცით, იფიქრონ ამაზე და ნუ გააღვიძებთ მათში აგრესიას. თქვენ არ ხართ მზად სასაუბროდ, თქვენ არ ხართ მზად განსხვავებული აზრის მოსასმენად, თქვენ არ ხართ მზად სააზროვნოდ. თქვენ წარმოადგენთ ერთგვარ მანქანას, რომელსაც ნაბრძანები აქვს რა უნდა თქვას, მაგრამ არა გააზრებული. შენ ხარ ადამიანი და გახსოვდეს, რომ ცხოველისაგან აზროვნებით განსხვავდები. იყავი თავისუფალი და იყავი ინდივიდუალური, ნუ დაემსგავსები სხვას.

Leave a Reply