ადამიანის   მოკვდავობა   და   უკვდავების   იდეა

ადამიანის   მოკვდავობა   და   უკვდავების   იდეა

            ადამიანი   მოკვდავი   არსებაა,   თუმცა   ამავე   დროს   ის   შეიძლება   უკვდავიც   იყოს.   ჰო,   ეს   შესაძლებელია,   მაგრამ   მე   არ   ვგულისხმობ   ფიზიკურ   უკვდავებას,   მე   ვგულისხმობ   მის   სახელს   და   იმას   რაც   მისგან   რჩება.   მთელი   თავისი   სიცოცხლის   განმავლობაში,   ადამიანს   უწევს   ბრძოლა,   ის   ჯერ   იბრძოდა   გადარჩენისთვის,   შემდეგ   განვითარებისთვის   და   ბოლოს   უკვე   ის   იბრძვის   იმისათვის,   რომ   გააკეთოს   ისეთი   რამ,   რაც   მის   სახელს   სამუდამო   დიდებას   მიანიჭებს.   საუკუნეების   მანძილზე   ადამიანს   უწევდა   ბევრი   წინააღმდეგობის   გადატანა,   მაგრამ   მათ   მაინც   შეძლეს   საკუთარი   სახელების   დამკვიდრება,   რომელიც   ისტორიამ   დღემდე   შემოგვინახა.   მითები,   თქმულებები,   ლექსები,   დრამები,   ტრაგედიები,   მოთხრობები   და   სხვა.   ამ   ყველაფერში   ჩვენ   შეგვიძლია   ამოვიკითხოთ   ძალიან   ბევრი   ადამიანის   უკვდავი   სახელი,   ჩვენ   შეგვიძლია   წავიკითხოთ   მათ   მიერ   ჩადენილი   ქმედებები,   რომლებმაც    უკვდავება   მოაპოვებინეს   და   რაც   ყველაზე   მთავარია,   ჩვენ   შეგვიძლია   მათ   შევუერთდეთ.   ნებისმიერ   ადამიანს   შეუძლია   გახადოს   საკუთარი   თავი   უკვდავი   თუკი   მას   შესწევს   ძალა   გააკეთოს   ის,   რასაც   სხვა   ვერ   გააკეთებს,   რადგან   მას   არ   ყოფნის   ამის   გამბედაობა.   ხოლო   ის,   ვინც   მოიკრებს   ძალას   და   ამას   შეძლებს,   მოიპოვებს   სამუდამო   სახელს,   დიდებას   და   რაც   მთავარია   უკვდავებას.   სახელის   მოპოვება   შესაძლებელია,   როგორც   კარგი   ასევე   ცუდი   ქმედებით.   ჩემს   ესეში   განვიხილავ   რამდენიმე   გმირს,   რომლებმაც   უკვდავება   მოიპოვეს,   ესენი   იქნებიან,   პრომეთე,   გილგამეში   და   ოიდიპოსი.   თავდაპირველად   განვიხილავ   პრომეთეს   ორგვარ   მითს,   შევეცდები   ავხსნა,   თუ   რატომ   გაუჩნდა   სურვილი   პრომეთეს   წასულიყო   ღმერთის   ნების   წინააღმდეგ,   შემდეგ   გილგამეშის    შესახებ   ვისაუბრებ   და   ვიტყვი,   თუ   რა   იხილა   მუდმივად   უკვდავების   ძიებაში   მყოფმა   გილგამეშმა,   აგრეთვე,   განვიხილავ   ოიდიპოსს,   რომელმაც   ყველაზე   დიდი   შეცდომა   დაუშვა,   მან   გადააბიჯა   იმ ზღვარს,   რომელიც   ყოველ   ადამიანს   აქვს   აკრძალული.   ინცესტი,   ბედისწერა   თუ   ადამიანის   მისწრაფება.   მათგან   პრომეთე   ტიტანია,   გილგამეში   ღმერთიც   და   ადმიანიც,   ხოლო   ოიდიპოსი   მთლიანად   ადამიანი,   რომელიც   თვალების   დათხრის   შემდეგ   სულიერად ამაღლდება.

ესქილემ   თავის  ტრაგედიას   „ მიჯაჭვული   პრომეთე “   საფუძვლად   დაუდო   მითი,   რომელიც   გადმოსცემდა,   რომ   „ პრომეთემ   ზევსს   მოჰპარა   ცეცხლი   და  ჩამოუტანა   ადამიანებს   (ასწავლა   მათ   ცეცხლის   მოხმარება),   ხოლო   ზევსი   განურისხდა  პრომეთეს   და   მიაჯაჭვებინა   იგი   კლდეზე “[1]   მთელი   ტრაგედია   ვითარდება   პრომეთეს   გარშემო,   ის   არის   ღმერთი,   რომელიც   ზრუნავს   ადამიანებზე.   პრომეთე   ისჯება   კაცთმოყვარეობისთვის,   ნუთუ   ეს   შეიძლება   მიზეზი   იყოს   მისი   კლდეზე   მიჯაჭვის?   მაგრამ   ზევსი,   რომელიც   ახალი   ღმერთია,   რა   თქმა   უნდა,   ცდილობს   ადგილის   დამკვიდრებას   და   არ   სურს   აპატიოს   ვინმეს   მსგავსი   ურჩობა,   რადგან   თუკი   ამას   პრომეთეს   აპატიებდა   შესაძლოა   კიდევ   სხვასაც   ჩაედინა მსგავსი საქციელი.  პრომეთე,   რომელსაც   უყვარდა   ადამიანები,   წავიდა   ღმერთის   ნების   წინააღმდეგ,   მან   ცეცხლი  ჩამოუტანა   ადამიანებს   და   რაც   მთავარია   ასწავლა   მისი   მოხმარების   წესი.   შეიძლება   ითქვას,   რომ   პრომეთემ   ადამიანებს   ცივილიზაცია   შემოუტანა.   ამ   მითის   თანახმად  პრომეთე   ადამიანებს   ცეცხლით   დაეხმარა   მხოლოდ,   ხოლო   მეორე   მითში   აღწერილია,   თუ   როგორ   შექმნა   თავად   პრომეთემ   ადამიანები   და   როგორ   ზრუნავდა   მათზე.   „ პრომეთემ   აიღო   ნედლი   თიხა   და   მისგან   გამოძერწა   ისეთი   გამოხატულება,   რომელიც   მთლიანად   მარად   მშვენიერ   ღმერთებს   წააგავდა.   ტიტანმა   თიხისგან   ამგვარად   გამოძერწილ   ჯერ   კიდევ   უსიცოცხლო   გამოხატულებას   ჩაუნერგა  ცხოველების   ბოროტი   და   კეთილი   გრძნობები.   სიბრძნის   ქალღმერთმა   ათენა   პალასმა   ნახევრად   ცოცხალ   გამოხატულებას   ღვთაებრივი   სული   შთაბერა. “[2]    ამ   მითის  მიხედვით   გასაკვირი   არაა,   თუ   რატომ   შეიძლება   წასულიყო   პრომეთე   ზევსის   წინააღმდეგ.   მას   სურდა   ადამიანებს,   რომლებიც   თავად   შექმნა   დახმარებოდა,   რათა   თავი   დაეღწიათ   იმ   სიბნელისგან,   რომელშიც   იმყოფებოდნენ,   სწორედ   ამიტომ   დასჭირდა   მას   ცეცხლის   მოპარვა   და   დედამიწაზე   ჩამოტანა,   წინააღმდეგ   შემთხვევაში   მისი   შექმნილი   არსებები   მალევე   დაიღუპებოდნენ.   მაგრამ   არის   კი   ეს   რეალობა?   რეალობა   არ   ვიცი,   თუმცა   ეს   უფრო   გვაახლოებს   იმ   კითხვაზე   პასუხთან,   თუ   რატომ   წავიდა   პრომეთე   ზევსის   ნების   წინააღმდეგ.   ყველას   უყვარს   თავისი  შექმნილი   არსება,   და   ალბათ   სწორედ   ამან   გამოიწვია   დაპირისპირება    ღმერთებს   შორის.   პრომეთემ   ის  მისცა   მის   საყვარელ   არსებებს   რაც   აკრძალული   იყო.   არა   მხოლოდ   ადამიანი,   არამედ   ტიტანიც   შეეწინააღმდეგა   ღმერთს,   დღეს   კი   ადამიანები   ძალიან   ხშირად   გამოხატავენ   ღმერთის   მიმართ   უმადურობას.   პრომეთემ   ცეცხლის   დედამიწაზე   ჩამოტანით   მოიპოვა   უკვდავება.   მან   დაიმკვიდრა   სახელი,   ეს   რომ   ასე   არ   იყოს   დღეს   ჩვენ   არაფერი   გვეცოდინებოდა   მის   შესახებ.

გილგამეში   მუდმივ   ბრძოლაში   იმყოფება,   მას   თავისი   ბუნება   არ   აძლევს   მოსვენების   საშუალებას,   გამუდმებით   ეძებს   ახალს,   გამუდმებით   იბრძვის   რაღაცისთვის,   მას   არ   სურს   არავისთვის   არაფერის   დათმობა,   ის   მმართველია,   ვინც  საკუთარ   ძალაუფლებას   ბოროტად   იყენებს   და   ხალხის   უკმაყოფილებას   იწვევს.   გილგამეშის   ეპოსი   იწყება   საინტერესო   სიტყვებით:   „ რომელმან   სიღრმე   იხილა. “[3]   ამ   სიტყვებით   ჩვენ   ვხვდებით,   რომ   გმირი   აღწევს   წარმატებას,   იგი   ეუფლება   ისეთ   რაღაცას,   რის   დაუფლების   შესაძლებლობაც   სხვას   არ   ქონია,   როგორც   ვთქვი,   გილგამეში   ღმერთიცაა   და   ადამიანიც,   რომელიც   სახელს   თავისი   სიმკაცრისა   და   შეუპოვრობის   წყალობთ   იმკვიდრებს.   სიღრმე,-   ესაა   უმაღლეს   მწვერვალი,   რომელსაც   შეიძლება   მიაღწიოს   გმირმა,   ზურაბ     კიკნაძე   წერს,   „ სიღრმე   არის   წყარო   სიბრძნისა,   რომელიც   თავის   მითოსურ   სიმბოლოდ   ოკეანის   უფსკრულს   სახავს.   “სიღრმე”   არის   კაცობრიობის    უფსკერო   წარსული –   “ღრმაა   ჯურღმული   წარსულისა”   (თ. მანი), –   საითკენაც    გაემართა   გმირი,   როცა   ეძებდა   პასუხს   ადამიანური   ყოფის   უკიდურესი   საიდუმლოების    კითხვაზე.   ამრიგად,   როცა   ეპოსის   დასაწყისის   სტრიქონში   ამოვიკითხავთ,   რომ მან,   რომლის   სახელი   ჯერ არ   ვიცით, “სიღრმე იხილა”,   ძველი    პოეტის   თხზულება   წარმოგვიდგება   არა   უბრალო   სათავგადასავლო   რომანად,   არამედ   ფილოსოფიურ-ეთიკური   მიმართულების   ნაწარმოებად,   სადაც   მთავარი   მახვილი   გადატანილია   გმირის   სულიერ   განვითარებაზე. “[4]   მართლაც,   მთელი   ეს   ეპოსი   გადმოგვცემს,   თუ   როგორ   შეიძლება   თანდათან   გაიზარდოს   და   განვითარდეს   გმირი.   გილგამეში,   გვევლინება   დაუნდობელ   ადამიანად,   რომელიც   ერთიანად   მთელს   ქვეყანას,   თავის   ერს   აყენებს   შეურაცხყოფას.

„ არ   უშვებს   გილგამეში   ქალწულს   საქმროსთან,

მეომრის   ასულს,   სასძლოს   მოყმისას. “[5]

თავდაპირველად   სწორედ   ასეთ   გილგამეშს   იცნობთ   ეპოსიდან,   თუმცა   ნელ-ნელა   ვხედავთ,   როგორ   იცვლის   სახეს   იგი.   მკაცრი   და   დაუნდობელი   გილგამეში,   აღმოაჩენს   საკუთარ   თავში   მეგობრობის   ნიჭს.   ეპოსში   გვაქვს   2   სახეცვლილი   გმირი,   ერთი   გილგამეში   და   მეორე   მისი   მეგობარი   ენქიდუ,  რომელშიც   ცხოველური   ბუნება   გაცილებით   მეტი   იყო   ვიდრე  ადამიანური,   თუმცა    მანაც   ისევე   იცვალა   სახე,   როგორც   გილგამეშმა.   თუმცა   მათგან   მხოლოდ   გილგამეშმა   იხილა   სიღრმე,   რადგან   ის   არის:

„ ვრცელ   ზღვათა   წიაღმსვლელი   მზის   აღმოსვლამდე,

სამყაროს   კიდეთა   მომხილველი,   სიცოცხლის   მძებნელი. “[6]

გილგამეშს   ბევრი   დაბრკოლების   გადალახვა   უწევს,   რომ   მიაღწიოს   წარმატებას.   ის   ეძებს   უკვდავებას   და   მზადაა   ნებისმიერი   რამ   გააკეთოს   ოღონდ   კი   მას   დაეუფლოს.   მაშინ,   როცა   მას   მშვიდად   ცხოვრება   შეუძლია   იგი   ეძებს   თავგადასავლებს,   ენქიდუსთან   ერთად   მიდის   კედარის   ტყეში   და   ჭრიან   დიდ   კედარს,   რომლისგანაც   ენქიდუ   აკეთებს   დიდ   კარს   ღმერთებისათვის   და   მას   ტივტივით   მდინარის   დინებას   ატანს.

„ გილგამეშ,   გავჩეხეთ   კედარის   ტევრი,

ახლა   კი   გავიდოთ   მხრებზე   ნამორები

და   გავატანოთ   ევფრატის   დინებას. “[7]

გილგამეში   გამუდმებით   ცდილობს   თავისი   სიძლიერის   დამტკიცებას   და   არ   ერიდება   ქალღმერთის   შეურაცხყოფასაც,   ის   უკლავს   ქალღმერთს   „ ზეციერ მოზვერს. “[8]   ამით   იგი   განარისხებს   ღმერთებსაც,   რადგან   თავის   სიძლიერეს   ბოროტად   იყენებს.   თუმცა   ცუდი   საქციელისთვის   დაუსჯელი   არავინ   რჩება,   სწორედ   ამიტომ   ეპოსის   მეშვიდე-მერვე   დაფაში[9]   გადმოცემულია   ენქიდუს   სიკვდილი,   ღმერთებს   სურდათ   გილგამეშის   შეჩერება   და   ამგვარ   ხერხს   მიმართეს.   გამოუვიდათ   კიდეც,   რადგან   გილგამეშმა   როცა   ნახა   მეგობრის   სიკვდილი   ისიც   შიშმა   შეიპყრო,   მასაც   შეეშინდა   სიკვდილის.

„ ნუთუ   მეც   მოვკვდები   ენქიდუს   მსგავსად? “[10]

სიკვდილის   შიშმა   გადააწყვეტინა   მას,   რომ   მოეპოვებინა   ისეთი   რამ,   რაც   სიცოცხლეს   შეუნარჩუნებდა.    გილგამეში   ბევრ   წინააღმდეგობას   ხვდება   უკვდავების   ძიებაში,   იგი   იხილავს   სიღრმეს,   თუმცა   თავისი   დაუფიქრებელი   ქმედებით  კვლავ   კარგავს   მცენარეს,   რომელიც   მას   სიცოცხლეს   შეუნარჩუნებდა,   მისმა   უნდობლობამ   ეს   შანსი   დააკარგვინა.   ის   აპირებდა,   რომ   ბალახი   მოხუცზე   გამოეცადა.

„ წავიღებ  ურუქ-ფარეხში,   მოხუცს   შევაჭმევ,

ბალახის   ძალას   ასე   გამოვცდი. “[11]

მაგრამ   გილგამეშმა   ესეც   ვერ   მოახერხა,   უყურადღებობის   გამო,   მას   მცენარე   გველმა   მოპარა.

„ გველმა   იყნოსა   ბალახის   სურნელი,

წყლიდან   ამოცურდა,   ბალახი   წაიღო,

გაბრუნებისას   გადიძრო   პერანგი. “

ამგვარად,   გილგამეშმა   შეძლო   ამაღლება   ფიზიკური   გმირობიდან   სულიერამდე,   მაგრამ   მან   ვერ   შეძლო   საბოლოო   მიზნის   მიღწევა,   ვერ   მოიპოვა   უკვდავება.   ხოლო   ის   რაც   მოიპოვა   დაკარგა.   მაგრამ   გილგამეში   მაინც   უკვდავია,   მისი   სახელი   დარჩა,   დარჩა   მისი   ეს   შეუპოვრობა   და   მიზანდასახულობა.   დღეს   ეს   ეპოსი   ნიმუშია   იმისა,   თუ   რაოდენ   მიზანდასახული   შეიძლება   იყოს   ადამიანი   და   რას   შეუძლია,   რომ   გაუძლოს   მიზნის   მიღწევისათვის.

პრომეთეცა   და   გილგამეშიც   მიდიან   ღმერთის   ნების   წინააღმდეგ,   ორივე   მათგანი   ისჯება,   პრომეთე   კლდეზე   მიჯაჭვით,   გილგამეში   მეგობრის   დაკარგვით,   თუმცა   ორივე   მათგანი   გმირია,   რადგან   მათ   გააკეთეს   ისეთი   რამ   რის   ჩადენასაც   ბევრი   ვერ   შეძლებდა.   მაგრამ   მესამე   გმირი,   რომელზეც   მე   ვაპირებ   საუბარს,   მათგან   განსხვავდება,   მან   ყველაზე   ცუდი   რამ   ჩაიდინა,   ის   რაც   ყველა   ადამიანს   ეკრძალება.   მართალია   გმირს   ვუწოდებთ   მათ,   ვინც   შეძლებს   იმის   გაკეთებას   რაც   სხვებისთვის   მიუღწეველია,   მაგრამ   ეს   ჩემთვის   არა   გმირობა,   არამედ   როგორც   საკუთარი   ასევე   მშობლის   სულის   შეურაცხყოფაა.   ინცესტი,   ბედისწერა   თუ   ადამიანის   მისწრაფება?!

წინასწარმეტყველება,   რომელიც   იცის   ოიდიპოსმა,   რომ   იგი   მოკლავს   თავის   მშობელ   მამას   და   დედას   შეირთავს   ცოლად,   სწორედ   მისგან   თავის   დაღწევას   ცდილობს   ის,   თუმცა   იმის   გამო,   რომ   მან   მშობლების   ნამდვილი    ვინაობა   არ   იცის,   მისთვის   შეუძლებელი   ხდება   სინამდვილის   გარკვევა.   პაზოლინის   ფილმში,   „ ოიდიპოს მეფე “[12]   ყველაფერი   კარგადაა   ასახული,   უფრო   ნათლად   ჩანს   ის   მინიშნებები,   რომლების   ოიდიპოსს   გზადაგზა   ხვდებოდა.   პირველი,   როცა   მას   ეუბნებიან,   რომ   ნაშვილებია,   თუმცა,   ფილმში   ვხედავთ,   რომ   ის   მშობლებს   არაფერს   ეკითხება,   უბრალოდ   დგება   და   მიდის,   მაშინ   როცა,   წინასწარმეტყველებასაც   მოისმენს.   ყველაზე   დიდი   პრობლემა   ეს   იყო,   ისინი   ერთმანეთს   არ   ესაუბრებოდნენ,   ამით   კი   მოხდა   ის   რაც   ნაწინასწარმეტყველები   იყო.   ოიდიპოსმა   გზად   მოკლა   მამა   და   შეირთო   დედა.   მეორე   მინიშნება,   რომელიც   ამავე   ფილმში   კარგად   ჩანს,   ეს   არის   მეფის   გვირგვინი,   რომელიც   ოიდიპოსს   აფარია.   კრეონი   ეუბნება   მას,   რომ   მეფე   დელფოსიდან   არ   დაბრუნებულა.

„ თურმე   დელფოსში   სამკითხაოდ   გამგზავრებულა,

აქეთობას   კი   იგი   თვალით   არავის   უნახავს. “[13]

მგონი,   რომ   მაშინვე   უნდა   მიმხვდარიყო   ოიდიპოსი   საქმის   ვითარებას,   მას   უნდა   გახსენებოდა   მეფის   სამოსი,   რომელიც   მას   გზად   შეხვდა,   რომლის   მსგავსიც   ახლა   თავად   ეცვა   და   რომელიც   მან   მოკლა.   თუმცა,   ის   კიდევ   ერთხელ   გაჩუმდა.   მომდევნო    მინიშნება   ბრმა   მისნის,   ტირესიას   სიტყვები   იყო:

„ გირჩევ   გამიშვა,   რომ   ვატაროთ   უფრო   მსუბუქად

მე   ჩემი   სიბრძნე,   შენ   კი   შენი-უბედურება. “[14]

ვფიქრობ,   ადამიანი,   რომელმაც   იცის   თავისი   წინასწარმეტყველება,   რომელიც   აქამდე   მოსმენილი   ქონდა,   რომ   ნაშვილები   იყო,   შეეძლო   ყველაფრის   ერთმანეთთან დაკავშირება   და   საკუთარი   თავისთვის   სიმართლის   თქმა,   თუმცა   ის   კიდევ    დადუმდა.   ბოლოს   კი,   როცა   სიმართლეს   საკუთარ   თავსაც   ვეღარ   დაუმალავდა   თქვა:

„ თქვენ   ვერ   იხილეთ   საყვარელნი   მშობელნი   ჩემნი,

თქვენ   ვერ   იხილეთ   ვერც   მოყვასნი   ჩემი   ერთგულნი…

და   ვერცა   ნახავთ,   ვის   ნახვასაც   ეგრე   ვნატრობდი,

რადგან   გეკრძალვით   ყოვლის   ნახვა   აწ   და   მარადის…“[15]

ამ   სიტყვების   წარმოთქმის   შემდეგ   კი   თვალები   დაითხარა.   ამით   დაისაჯა   საკუთარი   თავი,   ის იყო   ხილული   ბრმა   და   მას   ბრმა   ხილულმა,   ანუ   ტირესიამ   აჯობა,   მიუხედავად   იმისა   რომ   ტირესია,   ბრმა   იყო   ის   მაინც   ხედავდა,   იმას   რაც   წესით    ოიდიპოსს   უნდა   დაენახა.   ოიდიპოსს   შეეძლო   ბედისწერის   შეცვლა,   მაგრამ   სამწუხაროდ   საუბრის   პრობლემა   არის   ამ   დროის   ლიტერატურაში,   ერთმანეთში   არ   საუბრობენ   პირად   პრობლემებზე,   საუბარი   ხდება   მხოლოდ   ისეთ   პრობლემაზე,   რომელიც   ხალხს   ეხება.   ოიდიპოსს  მშობლებისთვის  უნდა   ეკითხა   იყო   თუ   არა   ნაშვილები , ამის შემდეგ   კი   ყველაფერი  სხვაგვარად   იქნებოდა,   ის   არ   გახდებოდა   ბედისწერის   მსხვერპლი,   თუმცა   კიდევ   ერთხელ   ვიტყვი   იმას,   რომ   ოიდიპოსს   თავად   არ   სურდა   სიმართლის   აღიარება,   მიუხედავად   იმისა,   რომ   მას   მრავალი   მინიშნება   ჰქონდა.   მაგრამ   ბოლოს   ის   სულიერად   მაღლდება,   თავადვე   ისჯის   საკუთარ   თავს   შეცდომების   გამო,   სწორედ   იმ   შეცდომის   გამო,   რომელმაც   ასეთი   ცოდვა   ჩაადენინა.   მე   ვიტყოდი,   რომ   ოიდიპოსს   მაინც   სადღაც   გულის   სიღრმეში   სურდა   დედასთან   ასეთი   ურთიერთობა.   ამის   ფიქრის   საფუძველს   მისი   ქმედებები   მაძლევს.   თუნდაც   კიდევ   ერთ   კადრს   გავიხსენებ   ფილმიდან,   როცა   ოიდიპოსი   თითქმის   მთლიანად   გაერკვა   სიტუაციაში,   შედის   ოთახში   და   დედას   ბოლოჯერ   ეფერება,   ერთგვარი   გამოთხოვების   რიტუალი   ჩაატარა,   რა   თქმა   უნდა,   მას   შეეძლო   სხვაგვარად   მოქცევა,   მაგრამ   ეს   მისი   არჩევანი   იყო.   ასევე   მისი   არჩევანია   თვალების   დათხრა,   რის   მეშვეობითაც   მან   შეძლო   სულიერად   ამაღლება,   სწორედ   ამის   გამო   არის   ის   გმირი,   რომელმაც   უკვდავება   მოიპოვა   თავისი   საქციელის   გამო.

ამრიგად,   ეს   სამი   გმირი,   რომელთა   გმირობაც   ჩვენთვის   ცნობილია   არიან   ერთმანეთისაგან   განსხვავებულები,   თუმცა   ერთმანეთს   ჰგვანან   იმით,   რომ   მათ   შეძლეს   ისეთი   რამის   გაკეთება   რასაც   სხვა   ვერ   შეძლებდა.   ერთი   მათგანი   დაეხმარა   თავის   შექმნილ   არსებებს,   რათა   არსებობა   გაეგრძელებინათ,   მეორემ   მიაღწია   და   გახდა   სულიერი   გმირი   და   მესამე   ამაღლდა   სულიერად.   მათი   საქციელიდან   ყველა   მოსაწონი   არაა,   თუმცა   საბოლოოდ   ჩვენ   ვხედავთ   სახეცვლილ   გმირებს,   რომლებმაც   ბევრი   რამ   შეძლეს   და   რომელთა   სახელებმაც   დღემდე   მოაღწია.   მართალია,   დღეს   აღარ   უწევთ   ვეშაპებთან   შებრძოლება   ან   რაიმე   ურჩხულის   მოკვლა,   თუმცა   ვფიქრობ,   დღესაც   არიან   გმირები.   ყოველ   ეპოქას   ყავს   თავისი   გმირი,   რომლის   სახელიც   დამკვიდრდება   და   საუკუნეებს   გაუძლებს.   როგორც   დასაწყისში   აღვნიშნე,   ყველა   ადამიანი   მოკვდავი   არსებაა,   თუმცა   არსებობს   უკვდავების   იდეა.   ისინი   სწორედ   ამისკენ   ილტვიან,   აკეთებენ   რაღაც   ისეთს   რასაც   ყველა ვერ გააკეთებს,   მათ   სურთ   საკუთარი   სახელის   უკვდავება,   მათ   სურთ   დატოვონ   ამქვეყნად   რაღაც   ისეთი,   რაც   მათი   გარდაცვალების   შემდეგ   მუდმივად   იარსებებს,   რაც   ადამიანებს   არ   მისცემს   მისი   დავიწყების   საშუალებას.   მაშასადამე,   მოკვდავმა   არსებამ   შესაძლოა   ძალიან   მალე   მოიპოვოს   უკვდავება.

[1] ესქილე   „ მიჯაჭვული   პრომეთე “   სახელგამი,   თბილისი   1948.   შესავალი   გვ.3

[2] ელინური   მითები   ნაწილი   I   მოთხრობილი   ალ. მიქაბერიძის   მიერ   საქ.   ალკკ   ცენტრალური   კომიტეტი   საბავშვო   და   ახალგაზრდობის   ლ ი ტ გ ა მ ო მ ც ე მ ლ ო ბ ა    თ ბ ი ლ ი ს ი    1 9 3 8   pdf პრომეთე   გვ.3

[3] ზურაბ   კიკნაძე   ძველი   შუამდინარული   ეპოსი   „ გილგამეშის ეპოსი “   თბილისი,   მემკვიდრეობა   2009   დაფა   პირველი   გვ.53

[4] ზურაბ   კიკნაძე   ძველი   შუამდინარული   ეპოსი   „ გილგამეშის ეპოსი “   თბილისი,   მემკვიდრეობა   2009   დაფა   პირველი   გვ.18-19

[5] ზურაბ   კიკნაძე   ძველი   შუამდინარული   ეპოსი   „ გილგამეშის ეპოსი “   თბილისი,   მემკვიდრეობა   2009   დაფა   პირველი   გვ.55

[6] ზურაბ   კიკნაძე   ძველი   შუამდინარული   ეპოსი   „ გილგამეშის ეპოსი “   თბილისი,   მემკვიდრეობა   2009   დაფა   პირველი   გვ.54

[7] ზურაბ   კიკნაძე   ძველი   შუამდინარული   ეპოსი   „ გილგამეშის ეპოსი “   თბილისი,   მემკვიდრეობა   2009   დაფა   მეხუთე   გვ.96

[8] ზურაბ   კიკნაძე   ძველი   შუამდინარული   ეპოსი   „ გილგამეშის ეპოსი “   თბილისი,   მემკვიდრეობა   2009   დაფა   მეექვსე   გვ.103

[9] ზურაბ   კიკნაძე   ძველი   შუამდინარული   ეპოსი   „ გილგამეშის ეპოსი “   თბილისი,   მემკვიდრეობა   2009   დაფა   მეშვიდე-მერვე   გვ.113-114

[10] ზურაბ   კიკნაძე   ძველი   შუამდინარული   ეპოსი   „ გილგამეშის ეპოსი “   თბილისი,   მემკვიდრეობა   2009   დაფა   მეცხრე   გვ.119

[11] ზურაბ   კიკნაძე   ძველი   შუამდინარული   ეპოსი   „ გილგამეშის ეპოსი “   თბილისი,   მემკვიდრეობა   2009   დაფა   მეშვიდე-მერვე   გვ.113-114

[11] ზურაბ   კიკნაძე   ძველი   შუამდინარული   ეპოსი   „ გილგამეშის ეპოსი “   თბილისი,   მემკვიდრეობა   2009   დაფა    მეთერთმეტე   გვ.153

[12] პერ პაოლო პაზოლინი  „ ოიდიპოს მეფე “   http://www.imovies.ge/movies/16665

[13] სოფოკლე   „ ოიდიპოს მეფე “   გვ.19

[14] სოფოკლე   „ ოიდიპოს მეფე “   გვ.26

[15] სოფოკლე   „ ოიდიპოს მეფე “   გვ.59

Leave a Reply